“ჩვენ მოვიგებთ ომს”, “თავისუფლებასთან წააგებთ” – ქუთაისში აქცია მიმდინარეობს ქუთაისი დამატების თარიღი 12 მაისი, 2018 220 "ჩვენ მოვიგებთ ომს", "თავისუფლებასთან წააგებთ", "ჩვენი თავისუფლებისთვის" – ამ ლოზუნგებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისში. თეთრ ხიდზე ადგილობრივები შეიკრიბნენ და გუშინ მომხდარი ფაქტი გააპროტესტეს. შეკრებილები სახელმწიფოს მოუწოდებენ, შეიცვალოს უხეში ფორმებით მოქმედება და მოხდეს ნარკოპოლტიკის ლიბერალიზაცია. აქციის მონაწილეები საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.