შუახევის გამგეობაში შტაბის საგანგებო სხდომა მიმდინარეობს შუახევის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 16 ოქტომბერი, 2017 512 ამ წუთებში შუახევის გამგეობაში შტაბის საგანგებო სხდომა მიმდინარეობს, სადაც მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობასა და განსახორციელებულ ღონისძიებებს განიხილავენ. სხდომას უძღვება მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე. უამინდობამ შუახევში პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად დაბის, უჩამბის, ჭვანის, ბარათაულის, შუბნის, ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყერული პროცესები განვითარდა.ჭვანა-ხიჭაურის, წყაროთის, კობალთის, ცენტერაძეების, ბარათაულის გზებზე ჩამოწვა მეწყერი,ჩაიკეტა გზები. სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები.