შრომა-ეკალდიდის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 5 ოქტომბერი, 2017 593 ფონდმა "ქართუმ" ოზურგეთის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი საჩუქარი გადასცა. შრომის თემში, საქველმოქმედო ასოციაცია "ატუმ" ეკალდიდი-შრომის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დაასრულა,- ამის შესახებ ინფრომაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. ხიდის სიგრძე 16 მეტრია. სამუშაოების ჯამური ღირებულება 130 000 ლარს შეადგენს. „ფონდმა "ქართუმ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არაერთი მაღალბიუჯეტური ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.