“შენების მოძრაობა”: ფოთში კატასტროფული სამედიცინო მდგომარეობის გამო პაციენტები იღუპებიან ფოთი დამატების თარიღი 27 აპრილი, 2018 487 ფოთის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „კოლხეთის“ თავმჯდომარემ მაი ჩხარტიშვილმა, ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა, როგორც მან აღნიშნა, გარემოს სამინისტრომ უპატისცემლობა გამოიჩინა ფოთელების მიმართ როდესაც განაცხდა, რომ კვლევის შედეგად თურმე ფოთში ყველაფერი რიგზეა. ჩხარტიშვილი ასევე ჯანდაცვის სფეროს შეეხო, მისი თქმით, აუცილებელია ქალაქში სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სტაციონარის გახსნა, რადგან რამდენჯერმე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მეზობელი ქალაქებიდან რეანომობილი არ ჩამოვიდა და მწვავე პათოლოგიური მდგომარეობის პაციენტი დაიღუპა. "როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნარჩენების შეგროვება-გადამუშავებაზე და ამისთვის საკმაოდ დიდი თანხებია გამოყოფილი, ჩვენი ქალაქი მაინც ერთ-ერთი დაბინძურებული ქალაქია საქართველოში. არაადეკვატურია გამოყოფილი თანხა და ქალაქში სისუფთავის მდგომარეობა. ყველა ის საწარმო დაწესებულება რაც ქალაქში ფუნქციონირებს, იწვევს გარემოს სერიოზულ დაბინძურებას. აქაც უპატივცემლობა იყო გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან, როდესაც გამოიგზავნა კოორდინატები იმისთვის, რომ თითქოს ატმოსფეროს ჰაერის დაბინძურების ხარისხის შესამოწმებელი ხელსაწყო დაეთვალიერებინათ. მე ჩემს ერთ-ერთ კოლეგასთან ერთად მოვინახულეთ ის ტერიტორია სადაც ეს ხელსაწყო უნდა ყოფილიყო,რომელმაც დააფიქსირა რომ ფნტასტიური ეკოლოგიური მდგომარეობა გვაქვს. რათქმა უნდა ვერ მივაგენით, რადგან, დამეთანხმება მერიის შესაბამისი სამსახურები, ასეთი დანადგარები ფოთში კი არა საქარველოში არ არსებობს. რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს, აბსოლუტურად არა აქვს ხელისუფლებას სოციალური პსუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის წინაშე. ნებისმიერ ფოთელს და მეც მათ შორის, პულსი რომ ამიჩქარდება, იმის მეშინია ვაიმე ამ ქალაქში რა მეშველება.კარგია 112-ის შენობის მშენებლობა რომ მიმდინარეობს, მაგრამ მოქალაქისთვის სულერთია როგორი პირობებიდან მივა მასთან ექიმი. მე დიდხანს ვიმუშავე სასწრაფო დახმარების ექიმად და ვიცი რომ რა თქმა უნდა სჭირდებათ ექიმებს ნორმალური, გაუმჯობრსებული პირობები, მაგრამ საჭიროა აუცილებლად სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სტაციონარი, რომ მწვავე პათოლოგიური მდგომარეობის დროს პაციენტი არ დაიღუპოს. ზუსტად ვიცი ცალკეული შემთხვევები, იმის გამო რომ რეანომობილი მეზობელი ქალაქებიდან არ ჩამოვიდა, მოქალაქეები დაიღუპნენ. კარგი იქნებოდა 112 შენობის ნაცვლად ექიმების გადაკვალიფიცირება მომხდარიყო. ამ კუთხით შესაბამისი კვალიფიციური პროექტის მომზადების შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ ჯანდაცვის მინისტრი მხარს დაუჭერს, რადგან ძალიან კარგად იცის აქ არსებული სამედიცინო კატასტროფული მდგომარეობა“, – განაცხადა მაია ჩხარტიშვილმა.