ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონის მერის იმპიჩმენტს ითხოვს ზესტაფონის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 20 თებერვალი, 2018 371 გოგლიჩიძე კახაბერ მახათაძეს ელიტურ კორუფციაში ადნაშაულებს და აცხადებს რომ მერის გარემოცვა სილიკომანგანუმის ქერქულ ნარჩენებს, მძიმე ტექნიკით ღამით, ჩუმად და უკანონოდ მოიპოვებს. გიორგი გოგლიჩიძე მოითხოვს, შესაბამისმა უწყებებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაკითხონ, საქმე კი შსს მინისტრმა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა პირად კონტროლზე აიყვანოს. "ფაქტთან დაკავშირებით მერთან შესული იყო საკრებულოს წევრი და უთხრა, რომ უკანოობა აღეკვეთა.ამის ნაცვლად, მან გახუთმაგებული ძალებით დაიწყო ქერქული ნარჩენების მოპოვება"- აცხადებს გოგლიჩიძე. ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაზე მერიაში ამ დროისთვის არ იმყოფება, მერის პირველი მოადგილე კი გოგლიჩიძის ბრალდებებს პასუხობს და ამბობს რომ ის ცრუობს. დავით ჩირგაძის განცხადებით, ლიცენზიის გაცემა მოპოვ3ბასთან დაკავშირებით მათი კომოეტენცია არ არის, გადაწყვეტილებას აღნიშნულთან დაკავშირებით კი გარემოს დაცვის სამინისტრო იღებს.