ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა ყვარლის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 10 აპრილი, 2018 191 ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შონაგან საქმეთა სამინისტროს ინფორამციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.