ქუთაისში ტაქსის კომპანია “მაქსიმის” თანამშრომლებმა აქცია-მსვლელობა გამართეს ქუთაისი დამატების თარიღი 24 აპრილი, 2018 203 თანამშრომლების დიდი ნაწილი ამ დრომდე არ მუშაობს. ისინი ტაქსის მომსახურრბაზე ტარიფის გაზრდას მოითხოვენ, სხვა შემთხვევაში, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. მათ პროტესტს "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. ტაქსის კომპანიში აცხადებენ, რომ გაფიცულთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ტარიფების გაზრდა არ მოხდება. აღნიშნული ტაქსის კომპანია კერძოა და ის ბაზარზე ორი წლის წინ შემოვიდა, კომპანია მომსახურეობას დაბალი ტარიფებით ახდენს, რაც დასაქმებულების პროტესტის მიზეზი გახდა.