ქუთაისში სილამაზის სალონები გაძარცვეს ქუთაისი დამატების თარიღი 25 სექტემბერი, 2017 355 ქუთაისდი ფალიაშვილის 4 ნომერში მდებარე სილამაზის სალონები გაძარცვეს. მძარცველები სალონში გვიან ღამით შევიდნენ. დღეს დილით სამსახურში მისულ ნაირა ჩარქსელიანს სალონის სალაროდან 500 ლარი დახვდა წაღებული. როგორც ნაირა ჩარქსელიანი აცხადებს მძარცველებმა 3 სალონი გატეხეს, თუმცა დანარჩენ ობიექტებში თანხა ვერ იპოვეს, ინვენტარი კი არ წაუღიათ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და მიმდინარეობს აქტიური საგამოზიებო მოქმედებები.