ქუთაისში საშობაო მსვლელობა “ალილო” მიმდინარეობს ქუთაისი დამატების თარიღი 7 იანვარი, 2018 347 მსვლელობა 12:00 საათზე რუსთაველის ქუჩიდან დაიწყო, შობის მახარობლები მეუფე კალისტრატემ დალოცა. მახარობლები, ტრადიციულად, ქალაქში გალობით დადიან და მოსახლეობას შობის დღესასწაულს ულოცავენ. "დღეს მართმადიდებელი სამყარო ოღნიშნავს ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ქრისტეს შობა- ეს ნიშნავს კაცობრიობის გადარჩენას, ეს ნიშნავს ადამიანის დაბრუნებას სასუფეველში, ეს ნიშნავს რომ ადამიანი გონს მოეგოს კაცობრიობასთან ერთად. მე მინდა ამ წმინდა ადგილიდან მივულოცო სრულიად საქართველოს,"- განაცხადა მეუფე კალისტრატემ. შეგროვებული სურსათ-სანოვაგე და საჩუქრები დღის ბოლოს წყალწითელას მოხუცთა პანსიონატს და სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ.