ქუთაისში, პარლამენტთან “თავისუფალმა საქართველომ” ბუნებრივი აირის ფასი გააპროტესტა ქუთაისი დამატების თარიღი 20 სექტემბერი, 2017 355 ქუთაისში, საქართველოს პარლამენტთან, პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ბუნებრივი აირზე არსებული ტარიფი გააპროტესტეს და ხელისუფლების წარმომადგენლებს კომპეტებტური აუდიტის დანიშვნა მოსთხოვეს, რომელიც შეისწავლოს რამდენად სამართლიანად გაიზარდა ტარიფი გაზზე. აქციის მონაწილეები აღნიშნული მოთხოვნით ხელმოწერებს უკვე აგროვებენ. იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა პარტია "თავისუფალი საქართველო" პერმანენტულ აქციებს აანონსებს.