ქუთაისში, ნიკეას ბაზრობის მიმდრბარე ტერიტორიაზე, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს ქუთაისი დამატების თარიღი 16 აპრილი, 2018 241 ქუთაისში, ნიკეას ბაზრობის მიმდრბარე ტერიტორიაზე, #12 ბინაში მაცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილობრივები საცხოვრებელ ბინასთან ახლოს ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ბენზინგადამართი სადგური საშიშროებას წარმოადგენს სამოცდაათამდე ოჯახისვის, რადგან ის საცხოვრებელთან ახლოს შენდება. მათივე განცხადებით მშენებლობას შეეწირება სკვერიც, რომელიც ადგილობრივებისთვის ერთადერთი მოსასვენებელი ადგილია. ადგილზე მივიდა ფირმის ხელმძღვანელი რომელიც ბენზინგასამართ სადგურს აშენებს, თუმცა მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და ტერიტორია მალევე დატოვა.