ქუთაისში მერიის სამხედრო სამსახურის ნაწილი დაიწვა ქუთაისი დამატების თარიღი 9 მარტი, 2018 221 ქუთაისში მერიის სამხედრო სამსახურში ცეცხლი დაახლოებით დილის 6 საათზე გაჩნდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. სამსახურის უფროსის ვასილ თუთბერიძის განცხადებით დამწვარია სამსახურის უფროსის ოთახი, დოკუმენტების ნაწილი დასველებულია, თუმცა რა ხარისხით არის დაზიანებული დოკუმენტები ამ დროისთვის თუთბერიძეს საუბარი უჭირს. მისივე თქმით ხანძარი სავარაუდოდ დაზიანებულმა ელექტროსადენებმა გამოიწვია.