ქუთაისში, ბუკიას ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს ქუთაისი დამატების თარიღი 1 მაისი, 2018 212 მოსახლეობა ამბობს, რომ ბინის წინ არსებული სკვერი გუშინ მეპატრონემ შემოღობა და იქ ობიექტის ჩადგმა იგეგმება. ამისთვის კი შესაძლოა ხეები გაიჩეხოს. ადგილობრივების თქმით, მათი კორპუსის წინ ეს ერთადერთი სკვერია და მისი გაჩეხვის უფლებას არავის მისცემენ. აქციის მოანწილეებთან მერიის წარმომადგენელიც მივიდა, რომლის თქმითაც მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, რადგან სკვერი 2011 წელს, წინა ხელისუფკების მმართველობის დროს გასხვისდა.