ქუთაისში “ბახალას” მხარდასაჭერი აქცია გაიმართა ქუთაისი დამატების თარიღი 25 იანვარი, 2018 252 ქუთაისში, თეთრ ხიდზე, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, იგივე "ბახალას" მხარდასაჭერი აქცია, სლოგანით "ყველა ერთისთვის", გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა და გიორგი გიორგანაშვილისთვის რვა წლიანი პატიმრობის მისჯა გააპროტესტს. აქციის მონაწილეები დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას მოითხოვენ. გიორგანაშვილს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 იანვარს მიუსაჯა და სხდომის დარბაზშივე დააკავეს. მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.