ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 54 000-მდე ამომრჩეველმა მიიღო ქუთაისი დამატების თარიღი 21 ოქტომბერი, 2017 343 ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 54 000-მდე ამომრჩეველმა მიიღო ეს არის პირველადი მონაცემები, რომელიც 59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა ჟურნალისტებს გააცნო. ოსეფაიშვილის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 35%-ზე მეტი მივიდა. „ეს მონაცემები 7%-ით მეტია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგთან დაკავშირებით. რაც შეეხება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, გასულ წელს ხმა 68 000-მა ამომრჩეველმა მისცა,“ -ამბობს ავთანდილ ოსეფაიშვილი. მისივე თქმით, ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცედურა იწყება. რაცშეეხება საჩივრებს, საოლქო საარჩევნო კომისიაში 18 საჩივარია შესული, თუმცა როგორც კომისიის თავმჯდომარე ამბობს, საჩივრების განხილვა არჩევნების შედეგებზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს.