ქუთაისს საახალწლოდ ახალი განათებები ექნება ქუთაისი დამატების თარიღი 14 დეკემბერი, 2017 510 ქუთაისს საახალწლოდ ახალი განათებები ექნება. ამის შესახებ დღეს საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის თხოვნა დააკმაყოფილა საახალწლო მოწყობილობების პირდაპირი შესყიდვის თაობაზე. გაცნობებთ, რომ ახალ მერს წინასაახალწლო ტენდერები ჩაშლილი დახვდა, რაც იმას ნიშნავდა რომ ქუთაისი ახალ წელს შესაბამისი განათებების გარეშე რჩებოდა. ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას პირდაპირი წესით შესყიდვის თაობაზე. რაზეც თანხმობა მიიღო და ქალაქს საახალწლოდ ახალი განათებები ექნება. ქუთაისში ახალი საახალწლო განათებების მონტაჟი მალევე დაიწყება.