ქუთაისის წითელი ხიდიდან ჯაჭვის ხიდამდე სრული რეაბილიტაცია ჩატარდება ქუთაისი დამატების თარიღი 3 აპრილი, 2018 558 ქუთაისში რიონისპირა სახლების რესტავრაცია იგეგმება. აღნიშნულ საკითხთნ დაკავშირებით ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, არქიტექტორებთან შეხვედრისას ისაუბრა. ჭიღვარია ქუთაისში მოღვაწე არქიტექტორებს შეხვდა, რომელთაც უკვე წლებია შექმნილი აქვთ რიონისპირა სახლების მშენებლობა-რესტავრაციის პროექტი. ქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელია ქუთაისში ისტორიულ უბანს და შენობა-ნაგებობს სათანადო ყურადღება მიექცეს, აღდგეს და განახლდეს იმისთვის, რომ ქალაქმა ისტორიული იერსახე შეინარჩუნოს. ამასთანავე ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს. როგორც ქუთაისის მეტიაში ირწმუნებიან, აღნიშნულ საკითხხე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებთან. რამდენიმე დღეში მუნიციპალური განვითარების ფონდში იგეგმება პროექტის პრეხენტაცია, რომლის დასრულების შემდეგ ყველა დეტალი გახდება ცნობილი. რიონის პირა სახლებში მაცხოვრებლები წლებია დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ რომ ისტორიული სახლები ინგრევა, სახლების ნგრევა კი მათ სიცოცხლესაც უქმნის საფრთხეს. მთავარი ფოტო: დათო ლიკლიკაძე