ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მამაკაცი გარდაიცვალა ქუთაისი დამატების თარიღი 12 აპრილი, 2018 221 ქუთაისის ცენტრალურ ბაღში 65 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ბაღში სკამზე იჯდა, რა დროსაც მოულოდნელად ცუდად გახდა. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე მისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა ადგილზე მყოფმა პირებმა სცადეს, თუმცა-უშედეგოდ.