ქუთაისის საკრებულო ყველაზე ანგარიშვალდებულ და ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა ქუთაისი დამატების თარიღი 17 აპრილი, 2018 183 შემაჯამებელი ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI),-მა 2018 წლის 30 მარტს წარმოადგინა. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შედეგად ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები გამოვლინდა. კვლევის მიხედვით კი ქუთაისის საკრებულო ყველაზე ანგარიშვალდებულ და ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა.