ქუთაისის მე-4 ბაგა ბაღს ახალი კორპუსი ემატება ქუთაისი დამატების თარიღი 10 იანვარი, 2018 384 ქუთაისის მე-4 ბაგა ბაღს ახალი კორპუსი ემატება. დღეს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ვიცე მერ გიორგი იობაშვილთან და ბაღების ააიპის ხელმძღვანელთან ერთად მე-4 ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. კორპუსის მიშენების შემდეგ, შენობას ახალი ჯგუფი და სამზარეულო დაემატება, რომელიც ამ დრომდე ეზოში იყო. ბავშვები კი ახალ ჯგუფში გადანაწილდებიან. პროექტის მიზანი ბაგა-ბაღის გაფართოება და პატარებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. მიშენების სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება და ექსპლუატაციაში გაეშვება. "ბავშვთა დიდი კონტიგენტის გამო ქალაქის მერიამ გადაწყვიტა აღნიშნულ ბაღში კორპუსის დამატება, რომლის შემდეგ ბაღს თანამედროვე სტანდარტების სამზარეულო და ჯგუფი ექნება. ეს ხელს შეუწყობს, როგორც პატარებისთვის ისე თანამშრომლებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნას,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.