ქუთაისის ათივე სამაჟორიტარო ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატები ლიდერობენ ქუთაისი დამატების თარიღი 22 ოქტომბერი, 2017 329 ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაციით, ქუთაისის ათივე სამაჟორიტარო ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ. ოსეფაიშვილოს განმარტებით პროპორციული სიითაც "ქართული ოცნება" ლიდერობს. „ქართული ოცნებამ“ – 48,22 % (11668), „ნაციონალური მოძრაობა“ – 23,7 % (5735) მიიღო. მესამე ადგილზე დაახლოებით 10%-ით არის "ევროპული საქართველო". როგორც კომისიის თავმჯდომარე ამბობს შედეგებში შეიძლება ცვლილება შევიდეს საჩივრებისა და შემაჯამებელი ოქმების შედეგად. ოსეფაიშვილი ამ დროისათვის გადაჭრით ვერ ამბობს გაიმართება თუ არა ქუთაისში მეორე ტური. საოლქო კომისიის მონაცემების მიხედვით "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ 49% მიიღო., "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 27.16%. ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა 54 000-მა ამომრჩეველმა მიიღო.