ქობულეთში, სოფელ ლეღვას N1 სკოლა სასკოლო კლუბების ინიციატივების ფარგლებში ერთ-ერთი გამარჯვებულა ქობულეთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 21 დეკემბერი, 2017 318 ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლის კლუბი „ბაიო“ 2017 წლის სასკოლო კლუბების ინიციატივების ფარგლებში ერთ-ერთი გამარჯვებული კლუბია. კლუბი ხელოვნების, კერძოდ გობელენის მიმართულებით მუშაობს, რომელშიც სხვადასხვა კლასის თხუთმეტამდე მოსწავლეა გაწევრიანებული. საგაკვეთილო პროცესის მიღმა მოსწავლეები მათთვის საინტერესო საქმიანობას ეწევიან, ქმნიან ესკიზებს და ნამუშევრებს აძლევენ საბოლოო სახეს. სამომავლოდ კლუბის წევრებს დაგეგმილი აქვთ საქველმოქმედო ხასიათის გამოფენა-გაყიდვის მოწყობა. განათლების სამინისტრო წარმატებებს უსურვებს კლუბ „ბაიოს“ წევრებს!