ქობულეთში სანაპიროზე 120 ერთეული სკამი დაიდგა ქობულეთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 17 მაისი, 2018 216 წესრიგდება ქალაქის ქუჩები და სანაპირო ზოლი. გამწვანების სამსახურის ორგანიზებით ფიჭვნარში წესრიგდება მწვანე ზოლი, ქალაქის ქუჩებში შეიღება ხე-მცენარეები, სარეველა ბალახისგან იწმინდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოები. სანაპიროზე დაიდგა 120 ერთეული სკამი, ასევე მიმდინარეობს დაზიანებული სკამების აღდგენა. მერის ინიციატივით საზოგადოებრივი აქცია „ერთად ქობულეთისთვის“ დაიწყო, რომლის ფარგლებში ქალაქის ქუჩები, მწვანე ზოლები და სკვერები გაყვავილდება. ასევე ამ დღეებში სანაპიროზე დასუფთავების მასშტაბურ აქცია გაიმართება.