ქობულეთში თემურ ვასაძის 80 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 15 მაისი, 2018 181 ქობულეთის მუნიციპალიტეტში ქორეოგრაფ თემურ ვასაძის 80 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამოს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე,საქართველოს პარლამენტის წევრები ფატი ხალვაში და კობა ნაკაიძე ესწრებოდნენ. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ ღვაწლმოსილ ქორეოგრაფს კულტურის დარგში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისათვის სიგელები და საჩუქრები გადასცეს. თემურ ვასაძეს მრავალწლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. ქორეოგრაფი მრავალგზის საერთაშორისო და ადგილობრივი ფესტივალების ლაურეატი, ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელია, დაჯილდოებულია ღირსების მედლით, ასევე მინიჭებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტისა და ფოლკლორის ეროვნული სახელმწიფოებრივი ლაურეატის წოდება. საიუბილეო საღამო ქობულეთის მერიის მხარდაჭერითა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.