ქობულეთში დედა ენის დღე აღინიშნა ქობულეთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 14 აპრილი, 2018 420 ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდინარე კინტრიშსა და დეხვას კალაპოტებში ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების მონტაჟი მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული ღონისძიება შავი ზღვის სანაპიროს დაბინძურების საწინააღმდეგოდ გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში დაიგეგმა. პროექტის განხორციელების შედეგად ნარჩენების მართვა უფრო ეფექტური გახდება, შავ ზღვაში ნარჩენების მოხვედრის რისკი შემცირდება და პლაჟზე ეკოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ნარჩენების დამჭერი ახალი კონსტრუქცია მდინარის დონის მატება-დაკლების შესაბამისად იმოძრავებს და მდინარის ზედაპირზე მცურავი ნარჩენების შეკავებას უზრუნველყოფს. ნარჩენები ერთ ადგილას შეგროვდება, საიდანაც მათი ამოღება და ნაგავსაყრელზე გატანა მოხდება. ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების მონტაჟისთვის თვითმმართველობა 27 500 ლარს დახარჯავს. სამონტაჟო სამუშაოები აპრილის თვის ბოლომდე დასრულდება.