ქობულეთის სანდასუფთავების სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს ქობულეთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 3 აგვისტო, 2018 1,105 ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ქობულეთის სანდასუფთავება საგანგებო რეჟიმში მუშაობს. უწყების ძირითადი და მობილური ჯგუფები თავიანთი საქმიანობის განხორციელებას დილის 5 საათიდან იწყებს. ქალაქის დაგვა-დასუფთავებასა და სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 150-ზე მეტი მუშა-ხელი ზრუნავს. ყოველდღიურად ლაგდება ქუჩები, სკვერები, პარკები, სანაპირო ზოლი და პლაჟი, ხოლო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების დაგვა-დასუფთავება ოთხ დღეში ერთხელ ხდება. გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების გარდა სანდასუფთავების სამსახური გამოძახებებზე რეაგირებასაც ახორციელებს. მოქმედებს ცხელი ხაზი: 599 85 65 00. ქალაქის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა დღეში 8-ჯერ ხდება. ნარჩენების გასატანად 7 ერთეული ტექნიკა მუშაობს. სანიტარული ნორმების შესაბამისად ინტენსიურად ხდება ნაგავშემკრები კონტეინერებისა და სპეც ტექნიკის რეცხვა-დეზინფექცია. წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 200 ერთეული გალვანიზირებული ნაგავშემკრები კონტეინერი განთავსდა.