ქობულეთის მე-6 და მე-5 საჯარო სკოლებში კორონავირუსის გამო, საკლასო ოთახებში სწავლა დროებით შეწყდა. რეგიონებიტოპ სიახლე დამატების თარიღი 12 აპრილი, 2021 174 ქობულეთის მე-6 და მე-5 საჯარო სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, საკლასო ოთახებში სწავლა დროებით შეწყდა. Covid-19-ის დაფიქსირების გამო, სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა ქობულეთის მე-6 საბავშვო ბაღშიც. როგორც ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძე ამბობს, სკოლებში კოვიდ ინფექციის შემთხვევები, მასწავლებელსა და მოსწავლეებში გამოვლინდა, რის გამოც სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მე-5 საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუფიქსირდა მასწავლებელსა და მოსწავლეს, რის შემდეგაც პედაგოგი ბათუმის კოვიდ მიმღებ კლინიკაში მკურნალობს, მოსწავლე კი, სახლში. ერთ მოსწავლესა და ორ პედაგოგს დაუდასტურდა კორონავირუსი ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლაში, რის შემდეგაც საგანმანათლებლო დაწესებულება დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. რაც შეეხება ქობულეთის მე-6 საბავშვო ბაღს აქ კორონავირუსი 3 აღმზრდელს და ბაღის ხელმძღვანელს დაუდგინდა. ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ ერთ-ერთი აღსაზღდელია. შემთხვევების გამო ბაღი 2 კვირით დაიხურა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გამო ჯამში სულ 8 საჯარო სკოლა, დროებით დაიხურა. ქობულეთი