“ქინძმარაულის” ხელმძღვანელი: კომპანიამ ბანკიდან აიღო კრედიტი და ხვალ შევძლებთ ხელფასების გაცემას ყვარლის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 19 თებერვალი, 2018 248 კომპანია "ქინძმარაულის" თანამშრომლების მიერ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა "ქინძმარაულის" წარმოების ხელმძღვანელი. "კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს. მართლაც გაგვაჩნია სახელფასო დავალიანება და ეს ფინანსურმა კრიზისმა გამოწვია. კომპანიამ ბანკიდან აიღო კრედიტი და ხვალ შევძლებთ ხელფასების გაცემას. თანამშრომლები კვლავ გააგრძელებენ სამუშაოს ჩვეულ რეჟიმში.“- განაცხადა ბესიკ სესიაშვილმა.