ქედის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 9 მილიონ 536 ათას 900 ლარს შეადგენს ქედის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 18 იანვარი, 2018 314 ქედის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 9 მილიონ 536 ათას 900 ლარს შეადგენს. ამის შესახებ „აიპრესს“ინფორმაცია ქედის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მიაწოდა. სოფიო ხაბაზის ინფორმაციით მუნიციპალიტეტში ძირითადი პრიორიტეტული სფერო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაციაა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან – 3 მილიონ 800 6 ათას 900 ლარი გამოიყო. მოეწყობა აწჰესის ტერიტორია რისთვიდაც 400 ორმოცაათი ათასი ლარი დაიხარჯება. 500 ოცდაათი ათას 900 ლარი დაიხარჯება ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებისა და მათში შემავალი სოფლების კეთილმოწყობისთვის. მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის კი – 351 ათას 300 ლარია გათვალისწინებული. პრიორიტეტებია ასევე წყალმომარაგება – 400 87 ათას 500 ლარი სკოლამდელი აღზრდის ინფრასტრუქტურა – 700 ათას 600 ლარი ხოლო ტურისტული ინფრასტრუქტურა – 200 ათასი ლარი გამოიყოფა. რაც შეეხება მინი სპორტული მოერდნები – მათზე 100 ათასი ლარია გათვალისწინებული