ქედის მერმა პირველი მოადგილე დაასახელა ქედის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 5 დეკემბერი, 2017 279 ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ პირველ მოადგილედ რომან ბერიძე დაასახელა. იგი ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის და შესყიდვების სფეროს კურირებს. ბერიძე უფლებამოსილების შესრულებას გუშინ შეუდგა. შეგახსენებთ, ქედის მერიაში მერის ორი მოადგილის პოზიცია ამ დრომდე ვაკანტურია.