ქედაში შემოსასვლელი გზა გააფართოვეს ქედის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 15 ივლისი, 2018 194 დაბა ქედის ცენტრში შემოსასვლელი საავტომობილო გზის, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის გაფართოებითი სამუშაოები უკვე დასრულდა. გზის გაფართოებისა და კეთილმოწყობისთვის აჭარის საგზაო დეპარტამენტმა მილიონ 200 ათასი ლარი დახარჯა. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს ქედის მერია ცენტრალური მაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე მალე განათების სისტემას დაამონტაჟებს, რისთვისაც ტენდერი უკვე გამოცხადებულია.