ქედაში უამინდობამ მეწყრული პროცესების განვითარება გამოიწვია ქედის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 8 დეკემბერი, 2017 275 ქედაში მეორე დღეა ინტენსიურად თოვს. ახალი თოვლის საფარი დაბლობში 10-15 სმ-ია, ხოლო მაღალ სოფლებში 80-ზე მეტი. შესაბამისად, საავტომობილო მიმოსვლა, მხოლოდ მაღალ სოფლებში იყო შეზღუდული. საგზაო დეპარტამენტის ქედის წარმომადგენლობის 15 მძიმე ტექნიკა უკვე თითქმის ყველა მიმართულებით, დილიდან ახორციელებს გზების გაწმენდით სამუშაოებს. ასევე კომუნალურსერვისის 2 ერთეული ტექნიკა ინტენსიურად წმენდს დაბის ქუჩებს. ქედის მერიის ინფორმაციით აღდგენილია ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის სამივე ლოკაციაზე საგზაო მიმოსვლა. მეწყერები განვითარდა სოფელ ზვარის და ზუნდაგის საავტომობილო გზებზე, სადაც გაწმენდითი სამუშაოები უკვე მიმდინარებს. ასევე მცირე მეწყერებია ვარჯანისში, გობრონეთში, ახოსა და ბალაძეებში. მოსახლეობას საფღტხე არ ემუქრება. რაც შეეხება ელექტროენერგიის საკითხს, მთლიანად არ მიეწოდება დანდალოს, ზვარის, წონიარისის, მერისის, ოქტომბრის, დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულებს, ნაწილობრივ მახუნცეთის ადმინისტრაციას და ასევე სოფელ კოკოტაურს, გეგელიძეებსა და აგარას. ადგილზე მუშაობენ ენერგო პროს მობილური ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სასწავლო პროცესი ძლიერი ქარბუქის გამო ჩაიშალა მხოლოდ ხარაულის საჯარო სკოლაში (ერთ-ერთი მაღალი სოფელია მუნიციპალიტეტში). სასწავლო პროცესი ჩაიშალა კონტიგენტის გამოუცხადებლობის გამო ასევე მერისის, წონიარისის, ვაიოს, ახოს, დანდალოს, ხარაულისა და ოქტომბრის საბავშვო ბაღებში. მერიაში შექმნილი საგანგებოშტაბი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. სიტუაცია მართვადია.