ქედაში, სოფელ ხარაულაში ხანძრის შედეგად დამწვარ სახლში მცხოვრებ ოჯახს ქირით უზრუნველყოფს ქედის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 28 მარტი, 2018 215 ქედაში სოფელ ხარაულაში რეზო ხარაძის საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა, რის შედეგადაც საცხოვრისი მთლიანად დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო -სამაშველო სამსახურები, თუმცა ორსართულიანი საცხოვრისის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილზე, ასევე იმყოფება ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სწავლობენ. ქედის მერიის ინფორმაციით 4 წევრიან ოჯახი ამჟამად თავს მეზობელთან შეაფარებს. ვითარებას ადგილზე მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე გაეცნო. ხვალიდან მერია დაზარალებულ ოჯახს ქირით გაიყვანს.