ქედაში სოფელ ცხმორისში ვასაძეების საცხოვრებელს ხანძარი გაუჩნდა ქედის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 14 ივნისი, 2018 175 ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძრო და 1 სამაშველო ბრიგადა – სამწუხაროდ, ხის ერთსართულიანი სახლი და დამხმარე ნაგებობის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის პირველი პირები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ლევან ვასაძის 4 წევრიან ოჯახში 1 მცირეწლოვანია.