ქედაში “ალილოს” მსვლელობა მიმდინარეობს ქედის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 7 იანვარი, 2018 288 დაბაში, წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ევდემოზ ალელიშვილი, მორწმუნეებთან ერთად, უძველეს საშობაო ტრადიციას – "ალილოს" მსვლელობას ამ წუთებშიც მართავს. მგალობლებს კალათებით მიეგებნენ ქედის თვითმმართველობაში. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა შობის დღესასწაული ყველა მართლმადიდებელს კიდევ ერთხელ მიულოცეს. ალილო ერთგვარი ქველმოქმედების ზეიმიცაა – საშობაო მსვლელობის მონაწილეები, შეგროვილ შესაწირს, დღის ბოლოს გაჭირვებულ ოჯახებს გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.