ქართულ-გერმანულ ცენტრში წელს მეთვრამეტე საქველმოქმედო აქცია მოეწყო ქუთაისი დამატების თარიღი 26 სექტემბერი, 2017 339 ქართულ -გერმანულ ცენტრში წელს მეთვრამეტე საქველმოქმედო აქცია მოეწყო, რომელსაც ორგანიზებას გერმანელი კოლბეკების ოჯახი უწევს,- ამის შესახებ ინფრომაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. როლანდ და რენატე კოლბეკები ქუთაისის საპატიო მოქალაქეები არიან, ისინი ყოველწლიურად ქუთაისში სოციალურად დაუცველ ოჯახებს მატერიალურად ეხმარებიან. ყველა ბენეფიციარს გერმანიაში საკუთარი მეურვე ჰყავს. წელს 90-მდე ოჯახს გაეწია დახმარება, რამაც საერთო ჯამში 30 000 ევრო შეადგინა. კოლბეკების ოჯახს აღნიშნული აქციის ორგანიზებისთვის ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მადლობა გადაუხადა. ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებით და გერმანელი ოჯახების მხარდაჭერით, ქუთაისში სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქციები ხშირად იმართება.