“ქართული პარლამენტარიზმი კუბოშია” – გოგი წულაიამ პარლამენტთან კუბო დადგა ქუთაისი დამატების თარიღი 14 ივლისი, 2018 220 წულაიას განცხადებით აქცია-პერფომანსი ახალი მთავრობის დამტკიცების დღეს მიუძღვნა. წულაია პარლამენტთან ასევე გვირგვინით და მუსიკოსების თანხლებით მივიდა. "კუბოში არის ქართული პარლამენტარიზმი ჩასვენებული. მკვდარი პარლამენტი ნორმალურ ხელისუფლებას ვერ დაამტკიცემს. ამიტომ სიმბოლურად მოვიტანე კუბო გვირგვინით და მუსიკით პარლამენტთან" – აცხადებს წულაია.