ქარელში, მდინარე მტკვარში მაშველება 30 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს ქარელის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 21 აგვისტო, 2018 123 ქარელში, სოფელ სამწვერისში, მდ. მტკვარში მაშველებმა 1988 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 30 წლის მამაკაცი გუშინ მდ. მტკვარზე თევზაობის დროს წყლის დინებამ გაიტაცა. სამძებრო სამუშაოებს 2 დღის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მყვინთავები აწარმოებდნენ.