ქარელში ავტომობილის არხში გადავარდნის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა ქარელის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 28 თებერვალი, 2018 252 გამთენიისას ქარელში უბედური შემტხვევა მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, ავტომობილი არხში გადავარდა. უწყების ინფორმაციით, ავტომობილში სულ 5 ადამიანი იჯდა, თუმცა გადავარდნამდე ორმა მათგანმა გადმოხტომა მოასწრო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.