ქარელის მერმა სოფელ ძლევიჯვარში მოსაცდელის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა ქარელის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 6 ივნისი, 2018 419 ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ ნუგზარ დაბრუნდაშვილმა დაათვალიერეს სოფელ ძლევიჯვარში მოსაცდელის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები. ქარელის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით კიდევ სამ სოფელში მიმდინარეობს მოსაცდელების მოწყობა. სოფლებში: ძლევიჯვარი,ბრეთის მეურნეობა,ვედრება და ელბაქიანთკარი სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს შპს „ახალი სამშენებლო“.