ქალაქ დმანისში N2 ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა დმანისის მუნიციპალიტეტიდმანისის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 4 ნოემბერი, 2022 24 დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ დმანისში N2 ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნეს. პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობას, შეიცვალა ძველი ელექტრო, საკანალიზაციო და წყლის სისტემა, მოეწყო სველი წერტილები, ცენტრალური გათბობა, სააღმზრდელო ოთახები, საძინებლები და სამზარეულო. ეზოში დამონტაჟდა ატრაქციონები. შემოიღობა ეზოს პერიმეტრი.