ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კმ-მდე მოძრაობა აკრძალულია კახეთის მხარე დამატების თარიღი 11 აგვისტო, 2018 162 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ24-კმ56 მონაკვეთზე ჩამოსული მიწა-კლდის შვავების და ღვარცოფული მოვლენების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ამ დრომდე მოძრაობა აკრძალული იყო აღნიშნული გზის 52-ე კმ-მდე. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს თუშეთის მიმართულებით მოძრაობის აღდგენა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მგზავრებს, თუშეთის მიმართულებით მოძრაობისგან თავი შეიკავონ.