ფოლკლორის ცენტრში ნიკო ფიროსმანის 100-წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მიმდინარეობს სიახლეები დამატების თარიღი 16 მაისი, 2018 189 15 მაისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიხსნა ნიკო ფიროსმანის 100-წლისთავისა და ასოციაციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საგაზაფხულო გამოფენა. გამოფენის ინიციატორია ნიკო ფიროსმანის სახელობის საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაცია, ორგანიზატორი და მხარდამჭერი – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. გამოფენაზე წარმოდგენილია ასოციაციის წევრი ოცდაორი მხატვრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ასამდე ნიმუში – სხვადასხვა მეთოდით (ჭედურობა, ფილიგრანი) შესრულებული საიუველირო ნაკეთობები. გამოფენა დაიხურება 21 მაისს