ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში მერაბ ჯოხაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა სიახლეები დამატების თარიღი 5 აპრილი, 2018 208 4 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა პროფესიონალი მხატვრის – მერაბ ჯოხაძის – პერსონალური გამოფენა. მერაბ ჯოხაძემ 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და ამავე წლიდან თავისი შემოქმედება დაუკავშირა კინემატოგრაფიას დამდგმელი მხატვრის სპეციალობით. გაფორმებული აქვს 11-მდე მხატვრული ფილმი, მათ შორის: ფერმა მთაში; იმედის მწვანე კუნძული; ლომა; ლომა – დავიწყებული მეგობარი; გაღმა ნაპირი, ასევე მრავალი სასწავლო სახელმძღვანელო და მხატვრული ლიტერატურა. მრავალი პერსონალური გამოფენის ავტორი, მხატვართა კავშირის წევრი. მერაბ ჯოხაძის ნამუშევრები ინახება სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაში. გამოფენა დაიხურება 10 აპრილს