ფოთში ხვალ 6 ბალიან შტორმს ელოდებიან ფოთი დამატების თარიღი 21 ნოემბერი, 2017 371 ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში ხვალ სინოპტიკოსები 6 ბალიან შტორმს ელოდებიან.მათი განცხადებით უამინდობა სამი დღის მანძილზე შენარჩუნდება. „ფოთი-ყულევის სანაპირო ზოლში მომდევნო სამი დღის განმავლობაში ამინდი მკვეთრად გაუარესდება.იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი სიჩქარით 15 მეტრი წამში. ზღვის ღელვა ხვალიდან 6 ბალამდე მოიმატებს და საშტორმო მდგომარეობა 24 ნოემბრამდე შენარჩუნდება“_ განაცხადა ჰიდროგრაფიული სამსახურის, სინოპტიკური სამმართველოს წარმომადგენელმა ტატიანა კარასევამ სინოპტიკოსების ვარაუდით 25 ნოემბრიდან გამოიდარებს.