ფოთში “ქართულ ოცნებას” ისევ ირაკლი კაკულია უხელმძღვანელებს ფოთი დამატების თარიღი 2 მაისი, 2018 262 ფოთში რამდენიმე წუთის წინ „ქართული ოცნების“ ფოთის საოლქო კონფერენცია დასრულდა, რომელიც დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. კონფერენციას პარლამემნტარები დიმიტრი სამხარაძე, გია ბენაშვილი, ირაკლი ხახუბია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ესწრებოდნენ. როგორც „აიპრესს“ მერიის პრეს-ცენტრში განუცხადეს, შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავჯდომარე და ბიუროს წევრები აირჩიეს. მათივე ინფორმაციით, ფოთში „ოცნებას“ ისევ საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია უხალმძღვანელებს, ბიუროს შემადგენლობა კი ასე გამოიურება: სამსონ კუტალია, დავით კვიციანი,მარგო ჯანიაშვილი, ბექა მორჩილაძე, ზურაბ ხაინდრავა.