ფოთში ქალაქის დღე ტაძრის დღესასწაულთან ერთად აღინიშნება ფოთი დამატების თარიღი 14 თებერვალი, 2018 357 2018 წლიდან ფოთის დღე, საკათედრო ტაძრის დღესასწაულთან, კვირაცხოვლობასთან ერთად, ყოელწლიურად აღინიშნება, ეს გადაწვეტილება ფოთის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წიმნ მიიღო. რატომ გახდა აუცილებელი ახალი ღირსშესანიშნაობის დაწესება, მაშინ როდესაც ქალაქში „ფაზისობის“ აღნიშვნის ტრადიცია არსებობს, ამ საკითხზე „აიპრესი“ მერის მოადგილეს, გიორგი ფარეშიშვილს გაესაუბრა. „ფოთი, როგორც ისტორიული თვითმმართველი ქლაქი, საქართველოში გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული წარსულით და ნამდვილად იმსხურებს პირველ რიგში იმას, რომ მისთვის ცალკე დღესასწაული დაინიშნოს, სადაც ქალაქის წარსულზე, დღევანდელობასა და მომავლზე გარკვეული ღონისძიებები ჩატარდება. რაც შეეხება „ფაზისობას“, თვითონ სახელწოდებიდან გამომდინარე არ გახლავთ ფოთის დღე. „ფაზიობა“ არის ზოგადად ამ კუთხისათვის დამახაიათებელი სახალხო დღესასწაული, რომელსაც აქვს გარკვეული ტრადიცია.იქიდან გამომდინარე, რომ ამ დღეს ძალიან ბევრი ღონისძიება იყრიდა თავს,მათ შორის საპატიო მოქალაქეების დასახელება, იქმნებოდა ქაოსური სიტუაცია და საბოლოოდ ვერცერთი პუნქტი საფუძვლიანად არ სრულდებოდა. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქალაქის დღე დაემთხვევა საკათედრო ტარის დღესასწაულს, რადგან ფოთი ისეა დაგეგმარებული, რომ ყველა გზა ტაძართან მიდის. მითუმეტეს არსებობს ევროპული არაერთი ამის მაგალითი,როდესაც ქალაქის დღესასწაული ტაძრის დღესასწაულთან ერთად აღინიშნება. რაც შეეხება „ფაზისობას“, სადაც სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება, სახალხო ფესტივალის ფორმატში, ყოველ ზაფხულს ჩატარდება და უფრო ტურისტებზე იქნება გათვლილი. ეს გადაწყვეტილება საზოგადოების წარმომადგენლებთან და საკრებულოსთან შეთანხმებით იქნა მიღებული.რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით, არცერთი ზედმეტი თეთრი არ დაიხარჯება და ორივე დღესასწაულზე, „ფაზისობისთვის“ განკუთნილი თანხა თანაბრად გაიყოფა“_ განაცხადა გიორგი ფარეშიშვილმა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დადებითად ეხმაურება ოპოზიციის წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი, ვახტანგ დარცმელიძე („ევროპული საქართველო“), თუმცა ამბობს, რომ ეს საკითხი საზოგადოების ფართო მასასთან და საკრებულოსთან არ ყოფილა შეთანხმებული, ასევე დასძენს, რომ ბიუჯეტში „ფაზისობისთვის“ გათვალისწინებული თანხა ორივე დღესასწაულის ხარჯებს ვერ დაფარავს, რადგან „ფაზისობაზე“ ფოთთან დამეგობრებული ქვეყნებიდან ჩამოსული დელეგაციის სრულფასოვნად მიღებას, სახსრების სიმწირე აფერხებდა: „ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი ფოთის მოსახლეობასთან უნდა იყოს შეთანხმებული. ფართო მსჯელობა უნდა გამართონ უბნებში და არა მხოლოდ საკრებულოს დარბაზში, სადაც მხოლოდ ოცნების მხარდამჭერებს და მათ საჯარო მოხელეებს ეძახიან, სადაც კრება მხიარული რჩება ხოლმე. მოსახლეობას უნდა აუხსნან , განუმარტონ ზუსტად და მათი აზრიც უნდა გაითვალისწინონ. საერთო ჯამში ამ საკითხის წინააღმდეგი არ ვარ იმიტომ, რომ იდეა როგორც მივხვდი მოდის ეკლესიისგან, რადგან მამაოებმა მითხრეს ამ თემის შესახებ და ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი ფოთის სასულიერო პირები, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ მეუფე გრიგოლის თაოსნობით, ვფიქრობ მხოლოდ კარგ იდეებს შესთავაზებენ ფოთის მოსახლეობას“ – განაცხადა ვახტანგ დარცმელიძემ.