ფოთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ფოთი დამატების თარიღი 27 სექტემბერი, 2017 361 ფოთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. გადაუღებელი წვიმის შედეგად რამდენიმე ცენტრალური ქუჩა დაიტბორა. გადაადგილების პრობლემა როგორც ავტომობილებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს შეექმნათ. ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებლის ლევან ჩოჩიას ინფორმაციით,შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა უხვი ნალექის გამო წყალს გადინება უჭირს. ამ დროისთვის მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები და საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.