ფოთში უახლოეს დღეებში სამი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყება ფოთი დამატების თარიღი 21 თებერვალი, 2018 425 საუბარია წყალმარეგულირებელი ნაგებობის, ჰიდროკვანძის რეაბილიტაციაზე, საკანალიზაციო სისტების მოწესრიგებაზე, სპორტულ დარბაზისა და საცურაო აუზის მშენებლობაზე. როგორც ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროში ჩატარებული ტენდერების მიხედვით, სარეგულაციო ჰიდროკვანძის აღდგენით სამუშაოებს, კომპანია „ერისიმედი“ განახორციელებს. პროექტის ფარგლებში ახლით შეიცვლება ამორტიზებული ელექტროტექნიკა, აღდგება კაშხლისა და ფარების მექანიკური ნაწილები, გარემონტდება ობიექტის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები. პროექტის ღირებულება 1 340 268 ლარს შედგენს და სამუშაოები 1 აგვისტოს დასრულდება. „ჰოლანდიურ კომპანია „TAHAL Group BV თანამედროვე სტანდარტების შესაბამის წყალარინების ქსელს და სატუმბ სადგურებს მოაწყობს. სამუშაოების ღირებულებას 89 943 800 ლარია. მას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს და იგი 2020 წლის 31 ივლისს დასრულდება. ასევე სპორტულ დარბაზსა და საცურაო აუზსს, კომპანია „ COBRA INSTALACIONES Y SERVICIOS, S.A. branch Georgia” ააშენებს.პროექტის ღირებულება 14 500 136 ლარია. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები 2019 წლის მაისში უნდა დასრულდეს“ _ განაცხადა გოჩა კურდღელიამ.