ფოთში ოპოზიცია ეროვნული გამოცდების ცენტრის გაუქმებას აპროტესტებს ფოთი დამატების თარიღი 2 მარტი, 2018 250 ფოთში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. მათ ფოთში საგამოცდო ცენტრის გაუქმება გააპროტესტეს და შესაბამისი უწყებისგან აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. ადგილობრივი ხელისუფლება საერთოდ არ ერევა ამ საკითხში,საქმის კურსშიც არ არის და კომუნიკაცია არა აქვს ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ფოთში მესამე წელია უმაღლესი სასწავლებელი „ახალი საქართველოს უნივერსიტეტი“ ფუნქციონირებს. მთავრობას ამის შესახებ ინფორმაცია ალბათ არა აქვს და ფოთის ხელისუფლებას არაფრად აგდებენ. თუ მათ შიდა დაპირისპირება აქვთ, ნუ გადააყოლებენ ამ ქალაქს. ჩვენ გვერდით ვუდგავართ აბიტურიენტებს და მოვითხოვთ იმას, რაც კანონის ფარგლებში არის შესაძლებელი,“-განაცხადა ჟურნალისტებთან , "ევროპული საქართველოს" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ დარცმელიძემ. ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში, მასობრივი აქციების გამართვით იმუქრებიან.